პოლიტიკა

ვინც დღეს ნაცების დაანონსებულ აქციაზე აპირებთ მისვლას, ჩემთვის ფარული ნაცები ხართ

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის გარშემო დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ არა ისეთი, რომ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ.

„ცუდი ფაქტი მოხდა დღეს პარლამენტის დარბაზში, მაგრამ არა ისეთი, რომ ქუჩაში გამოვარდეთ და ხელისუფლების გადადგომა მოვითხოვოთ.

ვინც დღეს ნაცების დაანონსებულ აქციაზე აპირებთ მისვლას, ამომშალეთ მეგობრებიდან – ჩემთვის ფარული ნაცები ხართ. ახლა მთავარი ისაა, ხვალ-ზეგ მსოფლიოს გადაგვარებულმა ნაწილმა თავიანთი ჭრელა-ჭრულა დროშა არ გადააფაროს თავზე ჩვენს ქვეყანას.“,-წერს ნინო მიქიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments