პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გადადგომას არ აპირებს

Nusagi

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ის ამ წუთებში ბაქოშია და საქმიან ვიზიტს აგრძელებს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ პრესსამსახურმა დაუდასტურა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნებული კობახიძე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებდა.

შეგახსენებთ, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ირგვლივ აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ქართველ დეპუტატებს რუსულად მიმართა და ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

რუსი დეპუტატის ქცევა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

ირაკლი კობახიძე, რომელიც არ იმყოფება საქართველოში პირველთაგანია ვინც სხდომის შეწყვეტა მოითხოვა და დაგმო ეს ქმედება – წერს დავით მათიკაშვილი.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ქართველ დეპუტატებს რუსულად მიმართა და ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

რუსი დეპუტატის ქცევა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე.

ფაქტზე, ბაქოში ვიზიტით მყოფმა, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,032 ნახვა
%d bloggers like this: