საზოგადოება

პარლამენტის წინ აქციის გამო გზა გადაიკეტა. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია სახელწოდებით “სირცხვილია” მიმდინარეობს, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, რადგან სამანქანო გზა ხალხმა დაიკავა.

ტრიბუნასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები გამოდიან სიტყვით. აქციის მონაწილეები დღეს დილით პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მიერ ასამბლეის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვას აპროტესტებენ.

Facebook Comments