პოლიტიკა

რედისონთან აქციის მონაწილეებმა სერგეი გავრილოვს წყლით სავსე ბოთლები ესროლეს

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სასტუმრო „რედისონის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.

გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

ამ დროისთვის „რედისონთან“ შეკრებილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც 19.00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

Facebook Comments
თეგები