მეგობრები მოვიდა ფისტას მურაბის სეზონი,
ეს ფისტას ხეა, მეორე ფოტოზე, მისი ნაყოფი, რომლისგანაც მზადდება მურაბა.


მომზადების წესი:
პროპორცია 500 გრამ ფისტაზე: – დავაცალოთ ყუნწები და კბილის ჩხირით დავუხვრიტოთ თავები. იხილეთ მესამე ფოტო.

სამი წუთით მოვათავსოთ მდუღარეში და ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ.ამასობაში მოვამზადოთ სიროფი.
ნახევარ კილო ფისტაზე,1 კილო შაქარი,1 ცალი ფორთოხლის ცედრა და 1 ცალი ლიმონის წვენი, ცოტა ვანილი და 6 ფინჯანი წყალი.
მოვადუღოთ 5 წუთი და მერე ჩავყაროთ გამზადებული ფისტა, 7 წუთი ვადუღებთ, გამოვრთავთ და მურაბა მზადაა.


მზა მურაბის ფოტოები: წვენი უნდა იყოს თაფლივით სქელი და ნაყოფი მთელი.
ზამთრის ცივ დღეებში ცხელ ჩაისთან ძალიან სასიამოვნო იქნება.
Facebook Comments