სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად აზიარებენ რამდენიმე თვის წინ გადაღებულ ფოტოს, რომელზეც ეუთოს ფარგლებში შეხვედრაზე იმყოფებიან ზაქარია ქუცნაშვილი, გიგი წერეთელი და სერგეი გავრილოვი.
ფეისბუქმომხმარებლების აზრით, ფოტოებზე, რომლებიც მართლმადიდებელთა საერთაშორისო ასამბლეის ვებგვერდიდანაა აღებული, საკმაოდ მეგობრული გარემო სუფევს. ისინი აღნიშნავენ, რომ ოკუპანტთან მეგობრული ურთიერთობა არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს. G
„ამათ უნიათობას ეგ არ აპრავებს, მაგრამ „ევროპული საქართველო“ რომ კივის და დროშებით დარბის, თებერვალში გავრილოვი ფრანგი ეგონათ თუ ჰოლანდიელი ?“,-წერს გიორგი ლაბარტყავა.

Facebook Comments