პოსტები სოციალური ქსელიდან

ამ წუთში შემოვედი, პირდაპირ რუსთაველის პროსპექტიდან მოვდივარ;

Nusagi

– ამ წუთში შემოვედი , პირდაპირ რუსთაველის პროსპექტიდან მოვდივარ;

ვიდრე იქ მივიდოდი, მანქანაში რადიო”მაესტრო”-ზე ტვ”პირველის” პირდაპირ “რეპორტაჟენს” ვუსმენდი: მეგონა, დაიქცა ქვეყანა! 🙂

სულ ათასხუთასი-ათასრვაასი კაცია ამწუთში რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ!

მანქანით მივედი პირველ სკოლის და პარლამენტის გამყოფ ქუჩაზე, შემდეგ აღარ წავედი-პილოციელებმა მთხოვეს და აღარ გავაღიზიანე ზედმეტად…

ზუბალაშვილის ქუჩის მხრიდან აბსოლუტური სიწყნარეა პარლამენტის შენობაში და მის შესასვლელშიც;

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხრიდან 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩაც თავისუფალია.

ერთი საათის წინ ხალხმა უკვე დაიწყო დაშლა და სახლებში წასვლა.

იქ “მუშაობს” ნაცზონდერებისგან შემდგარი ოცი-ოცდაათკაციანი ჯგუფი, რომლიც დროდადრო პირდაპირ პროვოკაციაზე მიდის სამართალდამცავების წინააღმდეგ და ცდილობენ მათ წონასწორობიდან გამოყვანას- ესვრიან ბოთლებს, ქვებს, სხვადასხვა საგნებს…

პოლიციის შეაბამისი დანაყოფები მოვალეობას წყნარად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ასრულებენ.

ორ თუ სამ პოლიციელს ჩაფხუტი და ხელჯოხი წარსტაცეს ხელიდან- მე პირადად ვთვლი, რომ ამის გამკეთებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯნენ.

ჩემი მოლოდინით აქცია წყნარად მიილევა და მშვიდობიანად დამთავრდება…

თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” და შესაბამისმა თანამდებობის პირებმა დეტალური ანალიზი არ გააკეთონ ყველაფერი იმისა, რაც გუშინ და დღეს ხდება და მოხდა, და შესაბამისი ორგანიზაციული, საკადრო თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები არ გაატარონ!!!

გუშინ და დღეს განვითარებული პროცესების დამგეგმავები, პროვოკატორები, განმახრციელებლები და სხვა ჯურის მიტმასნილი სალახანები უმკაცრესად უნდა დაისჯნენ!!

არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!!!!

=============

პ.ს. : ტვ პირველი “ღირსეულად” აგრძელებს მისი იდეური წინაპრისა და სულისჩამდგმელის “რუსთავი 2”-ის პროვოკატორულ, წამქეზებლურ , დეზინფორმაციულ “მოღვაწეობას” მასთანვე სინქრონში!!!

ნუ უყურებთ ტვ “პირველს” და “რუსთავი 2”-ს !!!

ამით თქვენ მათ აძლიერებთ!

მირიან ყარაულაშვილის ფეისბუქ-გვერდიდან.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,818 ნახვა
%d bloggers like this: