პოლიტიკა

აქცია თსუ-სთან – ნუ დავიყენებთ წინამძღოლებად იმ ადამიანებს, ვინც 26 მაისს უარესად გვექცეოდა

Nusagi

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების მასშტაბური აქცია -არა რუსეთს იმართება.

ორგანიზატორები ემიჯნებიან პარლამენტთან მიმდინარე აქციას და აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ლიდერებად არ დაიყენებენ.

„ჩვენ ვართ ყველაზე საღი ძალა და ნუ გადავიქცევით ბრბოდ და ნუ დავიყენებთ წინამძღოლებად იმ ადამიანებს, ვინც 2011 წლის 26 მაისს უარესად გვექცეოდა“,-განაცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

სტუდენტები გუშინ დაკავებული ახალგაზრდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ვითხოვთ სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნებას, ვითხოვთ, გუშინ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას, პასუხი აგოს ყველა ძალოვანმა, ვინც მონაწილეობდა პროვოკაციების მოწყობაში . დღევანდელი აქცია დამთავრდება მშვიდობიანად, ვემიჯნებით ყოველგვარ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დავუდასტურებთ, რომ არ მოვითმენთ ოკუპანტ სახელმწიფოსტან ურთიერთობას“,-აცხადებენ ახალგაზრდები.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,756 ნახვა
%d bloggers like this: