აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ განლაგებული სკამები დაშალეს და ფიცრებით შეიარაღდნენ. რუსთაველის გამზირზე ცენტრალური გზა პოლიციის კორდონს აქვს დაკავებული, გზის მეორე მხარეს კი, აქციის მონაწილეთა ნაწილი დგას.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქცია გარკვეული დროით დაიშალა, თუმცა მონაწილეთა ნაწილი კვლავ უკან დაბრუნდა.



Facebook Comments