პოსტები სოციალური ქსელიდან

დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ! ნუ გაქაცარავდებით!! ეს ხომ სასაცილო იქნება…

Nusagi

,,ძვირფასო ახალგაზრდობავ!
საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი, მცირე გამონაკლისის გარდა, სრულად ვიზიარებდით თქვენი გულანთებული და გულწრფელი საპროტესტო აქციის სულისკვეთებას და მოსვლასაც ვგეგმავდით აქციაზე, რომელიც სრულიად მშვიდობიანად მიმდინარეობდა პარლამენტის შენობის წინ, მაგრამ… 

როგორც კი თქვენს გვერდით ტვინნაღრძობი ხელმოცარულის – მიშა სააკაშვილის მორჩილი პოლიტიკანები და მიშას სატელიტები – გრიშა, ტაკო, ოქრუაშვილი და მასზე მიტმასნილი გუბაზი გამოჩნდნენ,„მონასტერიც“ აირია, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო. თქვენს ადგილზე, ყველა მოაზროვნე ადამიანი დაუყოვნებლივ დატოვებდა „ბრძოლის ველს“, ან, თუ ტაქტიანი თხოვნა არ გასჭრიდა, პანღურით გააძევებდა მათ და ნებისმიერ სხვა პროვოკატორს. ნაცვლად ამისა, თქვენ, მათი წაქეზებით, ხელჩართული ბრძოლა გააჩაღეთ პოლიციელებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც, ნებისმიერ სახელმწიფოში, ხელშეუხებლები არიან, ესეც არ „იკმარეთ“ და აპრიორი შეუსრულებელი მოთხოვნები წამოაყენეთ, მერე პარლამენტში შეჭრა განიზრახეთ (რაც უკიდურესად არაკონსტიტუციურია) და ყველა ზემოთქმულის შედეგად, ნულამდე დაიყვანეთ ის მხარდაჭერა, რომელიც აქციის დასაწყისში გქონდათ… თქვენი სრულიად გაუაზრებელი ნაბიჯებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს უკვე უარყოფითად არის განწყობილი თქვენს მიმართ…

ახლა მოვისმინე, რომ დღესაც აპირებთ აქციის გაგრძელებას…
დღეს რაღას ითხოვთ? რუსეთი ხომ წუხელვე „დაამარცხეთ“, რუსები განდევნეთ, მთავრობისგან განმარტებები მიიღეთ, პოლიციელები დაასახიჩრეთ, უამრავი ადამიანი თქვენს გამო საავადმყოფოში აღმოჩნდა და დღეს რაღა გინდათ? არეულობა? გახარიას გადაყენება? პარლამენტში შეჭრა? მიშას დაბრუნება, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ უნდა „ჩაგხუტებოდათ“ 18:00 სთ-ზე?
ეგ არასოდეს მოხდება…

სააკაშვილი, სანამ ახლიდან გააძევებენ, კიევში დარჩება,
გახარია – გაგვახარებს და კვლავ ღირსეულ პასუხს გასცემს პროვოკატორებს, ოქრუაშვილი და გუბაზი – ჩირგვებში ამოყოფონ თავს, სხვა ხსენებულნი – სადაც არიან, იქ დარჩებიან (დროებით), თაკო – იხ. ზევით… თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?!
თქვენ? თქვენ რას მიიღებთ ამით?
დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ!!!. ნუ გაქაცარავდებით!!!. ეს ხომ სასაცილო იქნება…
იმედია, მომავალში გაითვალისწინებთ წუხელ დაშვებულ შეცდომებს და მოტმასნილებს ღირსეულად გაუმკლავდებით!!! “

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,803 ნახვა
%d bloggers like this: