ხელოვნება და კულტურა

პარლამენტთან დაკავშირებული მოვლენების გამო Tbilisi Open Air-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პარლამენტთან დაკავშირებული მოვლენების გამო 

პარლამენტთან დაკავშირებული მოვლენების გამო Tbilisi Open Air-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ვწუხვართ და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია.

ამ დროისთვის უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან. Tbilisi Open Air 2019 იწყება, ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას – თავისუფლებას,”- წერია განცხადებაში.

Tbilisi Open Air 2019 წელს 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება.  შემსრულებლებს შორის, რომლებიც თბილისში Open Air-ის ფარგლებში ჩამოვლენ, არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai. წელს Tbilisi Open Air-ის მეათე იუბილეა და საფესტივალო სივრცე ტრადიციულად რამდენიმე სცენას მოიცავს.

.

Facebook Comments