პოსტები სოციალური ქსელიდან საზოგადოება

დემეტრე ნაყოფიას დედა აცხადებს, რომ დემეტრეს თვალი არ დაუკარგავს

Nusagi

დემეტრეს თვალი არ დაუკარგავს და შეეშვით ამ მარაზმს,-ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციის დროს დაშავებული დემეტრე ნაყოფიას დედა მედეა ფიფია წერს.

მედეა ფიფია აცხადებს, რომ ვერ ხვდება, რისი გამოხატულებაა მისი შვილის დასისხლიანებული ფოტოს გაზიარება.

„დემეტრეს თავლი არ დაუკარგავს და შეეშვით ამ მარაზმს, ინახულეთ, დაურეკეთ და მოეფერეთ, თუ გული შეგტკივათ, ეს ფოტოს გაზიარება რისი გამოხატულებაა?“,-წერს მედეა ფიფია.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ათეულობით მომიტინგე და პოლიციელი დაშავდა. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

სოციალურ ქსელის მომხმარებელთა ნაწილი გუშინ დემეტრე ნაყოფიას თვალის დაკარგვაზე ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა .

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,385 ნახვა
%d bloggers like this: