პოსტები სოციალური ქსელიდან

აქციაზე დაშავებული პოლიციელის დედა – ჩემი ლოდი ისევ დავიკიდე გულზე და უფალს ვედრება დავუწყე

Nusagi

აქციაზე დაშავებული პოლიციელის დედა, ნინო ჯანხოთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„როცა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ჩემი ერთადერთი, ობლობაში გაზრდილი,ჯ ერ კიდევ პატარა, სულ რაღაც 18 წლის შვილი, ჯარში ახლად გაწვეული იყო და ქართლში მსახურობდა. საშინლად დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მექნა, ამბავს ვერ ვგებულობდი, ისიც ვერ გავარკვიე, იბრძოდა თუ თადარიგში იყო. საბედნიეროდ, უფრო სწორედ, საიღბლოდ, უფალმა ჩემსავით შეჭირვებულ დედებს შემახვედრა.

ათი დღის მანძილზე თითქმის სულ ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვანუგეშებდით. გადავწყვიტეთ, უმძიმესი ლოდები შეგვება გულზე და მანამ გვეტარებინა, სანამ შვილები ცოცხლები არ დაგვიბრუნდებოდნენ. ( თურმე მეომრების დედები იქცეოდნენ ასე მეორე მსოფლიო ომის დროს). თითქოს ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მძიმე ლოდის ზიდვას შევძლებდით… თქვენ წარმოიდგინეთ, ათივეს შვილები ცოცხლები დაგვიბრუნდნენ. საღ-სალამათები, ნაკაწრიც რომ არ ჰქონდათ. მერე გვიყვებოდნენ, რაღაც სასწაულმა გადაგვარჩინაო. სხვების არ ვიცი. მე კი ჩემი სასწაულის მომხდენი დიდი ქვა სათუთად შევინახე და უფალთან ერთად ყოველ დღე ვმადლობდი და ვეფერებოდი.

ამის შემდეგ ათი წელი გავიდა. ჩემი დედისერთა დიდი კაცია უკვე, (ამ სიტყვის ყველა გაგებით) თბილისში, პოლიციაში მუშაობს. ცოლ-შვილიც ჰყავს. დიდი ქორწილი გადავუხადეთ, დაფასებულია ისე, როგორც გმირებს შეეფერებათ. წუხელ ტელევიზორს ვუყურებდი, დავინახე, პოლიციის მანტიით კორდონში იდგა. მიტინგზე გამოსულ ხალხს წყალს ურიგებდა, ისიც დავინახე, ვიღაცამ აგრესიული ცემა რომ დაუწყო არმატურის მსგავსი საგნით, გული შემეკუმშა, შევშიმდი (ისე როგორც მაშინ) ჩემი ომსგადარჩენილი, ვაჟკაცად გაზრდილი შვილი ვინმემ არ მომიკლას მეთქი.

სასწრაფოდ გამოვიღე ჩემი ლოდი, ისევ დავიკიდე გულზე და უფალს ვედრება დავუწყე. ამჯერად გავეშებულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოძმეს არ მოეკლა იგი. ქალაქში ვერ წამოვიდოდი, გვიანი იყო, სანამ ნათესავი მომაკითხავდა, ტელევიზორთან ვიჯექი და ჩემი ორი დასაფსები თვალით ვუყურებდი როგორ ურტყამდნენ წიხლებს ჩემს ვაჟკაცს, როგორ შეეკრა სუნთქვა, როგორ მოხადა ჩაფხუტი ვიღაც მადლიანმა, როგორ ამოითქვა სული.

საბედნიეროდ, ამჟამადაც გადამარჩინა უფალმა და ჩემმა ლოდმა. ახლა საავადმყოფოში სასთუმალთან ვუზივარ ჩემს თავგატეხილ და თვალებდალილავებულ შვილს, ცალი ხელით მას ვეფერები, მეორეთი გულზე დაკიდებულ ლოდს. არ ვიცი, სახლში რომ დავბრუნდები, საერთოდ მოვიხსნი თუ არა მკერდიდან. მგონია, ჯობს სულ გულზე მეკიდოს, ასე მირჩევნია, უფრო დამშვიდებული ვიქნები.თანაც, უკვე უფალივით შემიყვარდა.”-წერს ნინო ჯანხოთელი.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,826 ნახვა
%d bloggers like this: