პოსტები სოციალური ქსელიდან

ახლა კი შეგიძლიათ დატკბეთ ლარის დევალვაციით, შემდეგ ინფლაციით, ხალხის გაჭირვებით, მასობრივი ემიგრაციით და ბოლოს ამ ერის გადაშენებით..

Nusagi

,,რელიგიურ ობსკურანტიზმთან ერთად არაფერი ისე არ მაღიზიანებს როგორც რუსოფობიული ურაპატრიოტიზმი..
აქედან პირველი როგორც შეზღუდული ცნობიერების, ხოლო მეორე, როგორც უკიდეგანო ინფანტილიზმის გამოვლინება..

ჩემს გაღიზიანებას როგორმე ეშველება, ვალერიანს დავლევ ან მედიტაციას ჩავიტარებ და გამივლის, მაგრამ ამ ქვეყანას და აქედან გამომდინარე საკუთარ თავებს რო დედებს უხნავთ თქვენი იმპულსურობით და წინდაუხედაობით და გამოუსწორებელ ზიანს აყენებთ, აი მაგას არაფერი შველის უკვე 30 წელია……

ტვინცხელი ურაპატრიტიზმის შედეგი იყო 9 აპრილი, შემდეგ რუსული ბაზრის დაკეტვა და ემიგრანტების გამოძევება, ასევე 2008 წლის ავანტიურა, და ბოლოს გავრილოვის ინციდენტიც არის ქართველების ურაპატრიოტიზმზე გათვლილი პროვოკაცია, რომელიც ნაცებმა ოსტატურად შეუსრულეს ჯერ ოცნებას და შემდეგ მთელ ქვეყანას……

პატრიოტიზმი პირველ რიგში არის მტერთან რაციონალური და პრაგმატული დამოკიდებულება შენივე ქვეყნის და შენივე მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე…
და არა პროფილზე გამოფენილი ” My country is occupied by Russia” , შიშველი ტრაკების მიშვერა და პუტინ ხუილოს ბოლო ხმაზე ყვირილი..

ან რომ გაიძახით, ძალიანაც,კარგი, საბოლოოდ ჩავესხნებით რუსეთსო…კარგი დავუშვათ, ღვინო სხვაგან გადავამისამართეთ, რაც ძალიან საეჭვოა, რადგან სადაც შესაძლებელი იყო თითქმის ყველგან გადის- აშშ, ევროპა, ჩინეთი, იაპონია…და კიდე ახალი ბაზრის მოძიებას ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და დრო სჭირდება…მაგრამ ვთქვათ ეს მოხერხდა ადრე თუ გვიან..
მაგრამ რუს ტურისტებს როგორ ჩაანაცვლებთ, 
სხვა ქვეყნის ტურისტებს ვინმე უკრძალავს აქ შემოსვლას?..
დავრჩებით ისევ მუსულმანური ქვეყნების ამარა…ბოლოს მათი აქ დარჩენის და ქვეყნის საბოლოო ისლამიზაციის პერსპექტივით…

ახლა კი შეგიძლიათ დატკბეთ ლარის დევალვაციით, შემდეგ ინფლაციით, ხალხის გაჭირვებით, მასობრივი ემიგრაციით და ბოლოს ამ ერის გადაშენებით..
და დაისვენებთ ყველა ერთად…” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაია ჩიტაია

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,475 ნახვა
%d bloggers like this: