პოლიტიკა

ზურაბიშვილი BBC-ის: რუსეთმა ოკუპაცია მოახდინა და ამავდროულად ცდილობს შეგვაშინოს

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების სამსახურის მთავარ საინფორმაციო ანალიტიკურ გადაცემაში Newshour პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

“ეს იყო ქართველი ხალხის პროტესტი რუსეთის ქმედებების გამო. მეზობელი ქვეყნის რომელმაც ოკუპაცია მოახდინა და ამავდროულად ცდილობს შეგვაშინოს. ახლაც პუტინმა ხელი მოაწერა და საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა. 

ქართველი ხალხის რეაქცია ბუნებრივი და სპონტანური იყო. პრობლემა ისაა, რომ მცირე ჯგუფი ცდილობს გამოიყენოს ეს პროტესტი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. დესტაბილიზაცია მოახდინოს ქვეყანაში. უნდოდათ აეღოთ პარლამენტი, ამას მოჰყვა პოლიციის რეაქცია, რომელიც მშვიდად იყო მთელი საღამო.

რუსეთისთვის საქართველოში სტაბილური სიტუაცია პრობლემაა. ამერიკა ირანის სიტუაცია დაიძაბა. არჩევნებია თურქეთში, საქართველოს კი ევროპულ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირი აქვს. ჩვენ რაღაც საკითხებს გეოპოლიტიკურ ჭრილში უნდა შევხედოთ,”- ამბობს ზურაბიშვილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,304 ნახვა
%d bloggers like this: