Uncategorized

ნანკა კალატოზიშვილი – მაპატიეთ და, მათი მოჯმულის მოსაწმენდად ვართ აქ მოსული

Nusagi

პირადი შეურაცხყოფა ვიგრძენი, როდესაც ეს საშინელი ადამიანი პარლამენტში დავინახე, ხელისუფლებამ მსოფლიო მასშტაბით შეგვარცხვინა. მაპატიეთ და, მათი მოჯმულის მოსაწმენდად ვართ აქ მოსული,-ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე  აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უერთდება მიტინგის ორგანიზატორთა სამ ძირითად მოთხოვნას- შს მინისტრის გადადგომას, პროპორციული არჩევნების ჩატარებას და 20 ივნისს დაკავებულთა გათავისუფლებას. 

„ აქ ვართ ანტიოკუპაციური დამოკიდებულებით მოსული ადამიანები, რომლებსაც გვიყვარს ჩვეი ქვეყანა. სამი დღეა ველოდებით პასუხს, ბატონო გახარია, ბოდიში არ გიშველის, უნდა გადადგე. ეს სამი სწორი მოთხოვნაა, რომელსაც მე ვეთანხმები. პროპორციული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმები დავიცვათ, ბერა, პოსტები არ გიშველის, თუ რამის თავი გაქვს, მოდი აქ და შეუერთდი ამ მოთხოვნებს“,-განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

პარლამენტი წინ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრიბუნასთან ადგილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს და პარტაქტივს აქვთ შემოსაზღვრული და სტუდენტებს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.  

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,211 ნახვა
%d bloggers like this: