პოლიტიკა

ერთადერთი, რაც საქართველოსთვის ამ ტრაგიკულ მომენტში მოგეთხოვებოდათ, იმის თქმა იყო, რომ ქუჩებში რუსი ტურისტების უსაფრთხოების გარანტიებს იძლეოდით

Nusagi

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგებელი მარია ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსოციალურ ქსელში გამოქვეყნებული “პოსტით” პასუხობს: 

„მიიღეთ, რაც გინდოდათ? „ოკუპანტი“ უკან იხევს და ქართული ეკონომიკიდან თავისი ტურისტები გაჰყავს? შერი, ერთადერთი, რაც საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური კოლაფსის ამ ტრაგიკულ მომენტში მოგეთხოვებოდათ, იყო გამოსვლა და იმის თქმა, რომ ქართული ქალაქების ქუჩებში უსაფრთხოების გარანტიებს იძლეოდით. პრეზიდენტის უფლებამოსილებით. ხალხის მიერ ბოძებული ძალაუფლებით. პირადად, ბოლოს და ბოლოს! თუმცა თქვენ წამოიწყეთ ძველი სიმღერა მთავარზე –„ოკუპანტებზე“. ვინ ჩაგაწვეთათ მაინც ეს აზრი?!  

შედეგი: რეკომენდაცია რუსეთის მოქალქეებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ,  ავიაბლოკადა და თქვენი ტურისტული კლასტერის ფინანსური დანაკარგები. ყველაზე საშინელი კი  –  ყველამ უცებ დაინახა, რომ 2019 წელს საქართველოში, მის გულში ხალხი მზადაა, არა მტერი, არამედ ერთმანეთი კლას მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციებს ვერ თოკავს და კანონი მათთვის არ არსებობს! ჰაერში რაღაც პირველყოფილის და საშინელის სუნი ტრიალებს.

არა, მაინც რა ფანტასტიკური პოლიტიკოსები არიან საქართველოში: თავად გადაწყვიტეს ქვეყანაში საპარლამენტო ფორუმის ჩატარება, თავადვე აღშფოთდნენ ამით, თავად დაწყვიტეს ერთმანეთი, ისევე, როგორც 30 წლის წინ, დაივიწყეს კანონი და პოლიტიკური ინსტიტუტები, მეორე დღეს კი მთელი ქვეყანა მოფენილია პლაკატებით „რუსეთია დამნაშავე!”…

დღეს ერთი ათმა კაცმა მაინც მითხრა ერთი და იგივე: „მე კი მათზე ფულს ვხარჯავდი, ვისვენებდი საქართველოში… აწი, ამ პლაკატების შემდეგ ფეხს აღარ ჩავადგამო“.

და კიდევ, მნიშვნელოვანი გაფრთხილება: მეგობარო, ფრთხილად იყავი, თბილისში სავარძელში ჩაჯდომით შესაძლოა, საქართველო დაშალო!” – წერს ზახაროვა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,063 ნახვა
%d bloggers like this: