საზოგადოება

ილია მეორე: ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო – მინდა, მოგმართოთ თხოვნით რომ არ დაუშვათ შეცდომა

Nusagi

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ, მინდა, მოგმართოთ თხოვნით რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა, იმედია რომ ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და ღვთის წყალობას. თქვენ იცით რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარიველობის ქვეშ არის, განსაკუთრებით იფარავს საქართველოს”, – ბრძანა პატრიარქმა.

მისივე კურთხევით, პეტრე-პავლობის მარხვაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება.

“ხვალ იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. პეტრე-პავლობის მარხვის დროს თევზი არ იჭმევა ოთხშაბათსა და პარასკევს, დანარჩენ დღეებში გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ მიიღოთ თევზი”,- აღნიშნა პატრიარქმა.

პეტრე-პავლობის მარხვა ხვალ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,881 ნახვა
%d bloggers like this: