პოლიტიკა

სანდრა რულოვსი აქციაზე მივიდა – მე და სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ

Nusagi

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სანდრა რულოვსი მივიდა, რასაც შეკრებილების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

სანდრა რულოვსის თქმით, ის აქციაზე როგორც ორი ქართველის დედა მივიდა და აღნიშნავს, რომ გამომსვლელთა მოსმენას აპირებს და არა ტრიბუმაზე ასვლას.

„მოთხოვნებს მე შევუერთდები. ეს გახარიას გადადგომაა. ეს იმ ხალხის დასჯაა, ვისაც ზედმეტი მოუვიდა 20-21 ივნისს იმ ღამეს. ასევე არის ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ეს არის ძირითადი მოთხოვნები. ასევე პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც ამ ბოლო დღეებში იყო დაკავებული. ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. მე დღეს აქ ნიკუშასთან ერთად მოვედი. ჩვენ აქციაზე მოსვლა გვინდოდა. დღეს ქუთაისში ვიყავი მეუფე კალისტრატეს დაკრძალვაზე. დაჭრილები გუშინ მოვინახულე. გაოცებული ვარ, რა გააკეთეს და რა რეზინის ტყვიები გამოიყენეს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა“

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,308 ნახვა
%d bloggers like this: