Uncategorized

შეიქმნა პეტიცია, რომლითაც რეზინის ტყვიების აკრძალვას ითხოვენ

Nusagi

“აიკრძალოს რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა,”- ამ მოთხოვნით პეტიცია საქართველოში შეიქმნა. საჭიროა 20 ათასი ხელმოწერის შეგროვება, ჯერჯერობით პეტიციას ხელი 1623-მა ადამიანმა მოაწერა.

“დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა იმდაგვარი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს. იარაღის ინსტრუქციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მისი გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ, იწვევს სასიკვდილო ჭრილობებს.

პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში, არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი – არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონში გაჩნდეს პირდაპირი აკრძალვა, ამდაგვარი იარაღის გამოყენების თაობაზე.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში. პირდაპირ აიკრძალოს, რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა,”- წერია განცხადებაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,076 ნახვა
%d bloggers like this: