პოლიტიკა

„ალიას“ ყოფილი ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი – ამ ნივთებს ხვალ, პირდაპირ ეთერში დღის სინათლეს ვაჩვენებ

Nusagi

დიახ, ახლა ამოვყარე ჩემი შეგროვილი ნივთები და ხვალ აუცილებლად ვაჩვენებ დღის სინათლეს. გაგახსენებთ, როგორ ვიბრძოდით, რისთვის ვიბრძოდით და ,,რა ჩამოგვივიდა”, რა მივიღეთ და რას ვიმკით,-ამის შესახებ „ალია ჰოლდინგის“ ყოფილი ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჟურნალისტი, რომელიც თავის მშობლიურ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, ამბობს, რომ ხვალ, ფესიბუქზე პირდაპირ ეთერში ჩართვისას ყველა იმ ნივთს აჩვენებს, რომელიც რეპორტაჟების მომზადების დროს შეუგროვდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში დღის სინათლე არ უნახავს. ასევე მოყვება, თუ როგორ შეუშალეს ხელი ახალი ხელისუფლების პერიოდში გამოეცა წიგნი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი სისასტიკე იქნებოდა აღწერილი.

გადავწყვიტე, არშემდგარი გამოფენა ჩემს სახლში მოვაწყო და პირდაპირი ეთერით გაჩვენოთ ხვალ. საათს დავაზუსტებ. ალბათ იცით, რომ წლების განმავლობაში ვმუშაობდი ,,ალია ჰოლდინგში” და მიშას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხშირად მიწევდა აქციების გაშუქება. ოპოზიციის თითქმის ყველა აქციას, დიდსა თუ პატარას, დარბევებიანად ვესწრებოდი და ვაშუქებდი ისე, როგორც ვხედავდი. საკუთარ თავთან, რედაქციასთან და ხალხთან ვიყავი ყოველთვის მართალი, რადგან ვწერდი მხოლოდ სიმართლეს. ცენზურაც არ მქონია და მადლობა ამისათვის ალია ჰოლდინგს – გიორგი ბრეგვაძეს, მანანა გიორგაძეს, თამაზ ბესტავაშვილს. ყოველი აქციიდან სახლში ხელდამშვებებული ვბრუნდებოდი – მომქონდა ნივთები. ასე შემიგროვდა ეს მასალა, რომელიც ახლა დიდ ზვინად დევს ჩემი სახლის მაგიდაზე და აქამდე დღის სინათლე არ ღირსებია. რატომ? იმიტომ, რომ ნება არ იყო, მე კი მინდოდა, ყველას ენახა, ყველას გაეგო და მომეთხრო ყველასთვის რა ხდებოდა იმ დროს, რომელსაც 9 წლიან რეჟიმს ვეძახდით. რეჟიმზე ჩემს მიერ გაზეთში გამოქვეყნებული მწვავე სტატების გამოცემასაც ვაპირებდით წიგნად, მაგრამ ლევან ჩიტაძემ კარგად იცის, როგორ მივიღე მისი პირით უარი.

ახლა არავინ გაბედოს და რომელიმე პარტიის მხარდამჭერად არ მომნათლოს, თორემ ენას გადავაყლაპებ! არავინ გაბედოს და ვინმეს ,,პადძერჟკობა” არ დამაბრალოს. ამოვიდა ყველა ყელში, ათწლეულებია ველოდები მშვიდ, გაბრწყინებულ, ბედნიერ საქართველოს და არ გვაღირსეს. დიახ, სწორედ ამათ, პოლიტიკანებმა არ გვაღირსეს და ხევენ ქვეყნისა და ჩვენს ტყავს. მოდით, ხალხო, აღარ დავახევინოთ!

დიახ, ახლა ამოვყარე ჩემი შეგროვილი ნივთები და ხვალ, აუცილებლად ვაჩვენებ დღის სინათლეს. გაგახსენებთ, როგორ ვიბრძოდით, რისთვის ვიბრძოდით და ,,რა ჩამოგვივიდა”, რა მივიღეთ და რას ვიმკით. ყველანი პოლიტიკურ სანაგვეზე_ ეს არის ჩემი დევიზი. ძალა ხალხშია. მზად ვარ გვერდით დავუდგე პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მართლა უნდა ქვეყნისა და ხალხის სიკეთე, წინსვლა და გადარჩენა. არ ვიცი, ასეთი თუ არსებობს და თუ გამოჩნდება. 
გასვრილები და ჩასვრილები პოლიტიკურ სანაგვეზე! დასრულდით ბოლოს და ბოლოს!

მიყურეთ ხვალ, აქ, მე თქვენ წარმოგიდგენთ აქციებზე შეგროვილი ნივთების აქამდე უცნობ გამოფენას და მერე განვსაჯოთ, ვინ ვის ჰგავს, ვინ ვიზე უკეთესია ან უარესი! 
ხვალამდეეე!,-წერს ნელი ვარდიაშვილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,249 ნახვა
%d bloggers like this: