თბილისში, რიყეზე უცხოელი ტურისტი დაიღუპა

თბილისში, რიყეზე მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამივე მათგანი უცხოეთის მოქალაქეა. სავარაუდოდ ისინი სიმაღლიდან გადავარდნენ.

შსს-ის ინფორმაციით, ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Comments

ახალი დადებული