საქართველო – რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურს 2 დღის განმავლობაში, 700-მა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უწყებაში მუშაობს ცხელი ხაზი. ზარები ძირითადად თანხის კომპენსაციას ეხება. ოფიციალური პირების განმარტებით, მოქალაქეებს აინტერესებთ: როგორ და რა ფორმით დაუბრუნდებათ ის თანხა, რომელიც საქართველოში დაგეგმილი ტურისტული ტურებისთვის გადაიხადეს. უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზარები ძირითადად მოსკოვის, პეტერბურგის, ლენინგრადის, ეკატერინბურგის, ნოვოსიბირსკის ოლქებიდან შედის.
Facebook Comments