ყველა ვინც ამას დათანხმდება არის აბსოლუტური სულელი ან ნაყიდი”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook live-ში განაცხადა.
„ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, უნდა გამოუშვას ყველა დაპატიმრებული და დაუყონებლივ უნდა დანიშნოს არჩევნები რიგგარეშე პროპორციული სისტემით, გამოცვალოს ცესკო-ს ნაყიდი თავმჯდომარე, ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ არჩევნები. ეს არის რეალურად, რაც უნდა გაკეთდეს. დანარჩენი არის სულელებზე გათვლილი, აქციები უნდა გავრცელდეს მთელ საქართველოზე ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში და ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, ეს გველეშაპი, დამაქცეველი საქართველოსი.მეტი გამოსავალი არ არსებობს და ყველა მისი ჯალათები – გახარია, გომელაური და ყველა სხვა უნდა გადადგნენ და აგონ პასუხები“ – განაცხადა სააკაშვილმა.