სპორტი

საქართველოში მსოფლიოს მორიგი რეკორდი დამყარდა

Nusagi

საქართველოში მსოფლიოს მორიგი რეკორდი დამყარდა. ვაკო მარჩილაშვილმა თავდაყირა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში რუბიკის კუბის აწყობა ზუსტად 13 წამსა და 18 მილიწამში მოახერხა.

ამ მაჩვენებლით 19 წლის ქართველმა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ჩინელ ქიუ ჯიანიუს ეკუთვნოდა. მან ამავე სირთულის დაძლევა 13.88 წამში შეძლო. რეკორდი Tbilisi Open Air-ის ფარგლებში დამყარდა და პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ვაკო მარჩილაშვილისთვის ეს უკვე მსოფლიოს მეორე რეკორდია. გასული წლის ზაფხულში მან წყალქვეშ, სუნთქვის შეკავებით, ზედიზედ 6 კუბის აწყობა მოახერხა და ამერიკელი ენტონი ბრუკსის რეკორდი მოხსნა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,818 ნახვა
%d bloggers like this: