სოციალური ქსელები და მედია

ახალი პეტიცია ვრცელდება- გახარიას მხარდამჭერი პეტიციის წაშლის გამო, გაუქმდეს manifest.ge

Nusagi


გუშინ, ღამით manifest.ge-ზე თორნიკე სვანაძის მიერ შედგენილი პეტიცია გამოქვეყნდა, რომელშიც გახარიას მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიციას 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, თუმცა დილით, ხელმოწერების მსურველებს პეტიცია წაშლილი დახვდათ. 

„Manifest.ge ადმინისტრაციამ გადაწყვიტა წაეშალა პეტიცია რომლის მოთხოვნაც იყო, არ გადამდგარიყო შს მინისტრი გიორგი გახარია. 20 ივნისს შსს-მ დაშალა პარლამენტთან გამართული აქცია, სადაც მათ დაარღვიეს ადამიანის უფლებები, მათ იძალადეს ახალგაზრდებზე, უკანონოდ დააკავეს ადამიანები. ამ საიტზე არასდროს დაიდება პეტიცია, რომელიც უპირისპირდება ადამიანს, ადამიანის უფლებებს და იცავს მოძალადეს“,-წერია ვებგვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ახლახანს კი, გაჩნდა ახალი პეტიცია, რომლის ავტორები ითხოვენ, დაუყოვნებლივ გაუქმდეს ვებ გვერდი manifest.ge

„გიორგის გახარიას მხარდამჭერი პეტიციის წაშლის გამო ამ ვებ გვერდს ვადანაშაულებთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში და მოვითხოვთ სასწრაფოდ გაუქმდეს იგი, ვინაიდან ამ ვებ გვერდის მფლობელებს არ სურთ განსხვავებული აზრის მოსმენა და ხელს გვიშლიან პოზიციის გამოხატვაში“,-ნათქვამია პეტიციაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ვებ გვერდი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნის.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,351 ნახვა
%d bloggers like this: