პოსტები სოციალური ქსელიდან

ვინმემ ღვთისნიერმა დამამშვიდეთ და მითხარით რომ მე ვერ ვხვდები და ასე არ არის!

Nusagi

,,ახალგაზრდების დიდი ნაწილის განწყობა რომ ისევ საბრძოლოა გავიგე და მივესალმები. სტატუსიც დავდე ამაზე.
მაგრამ მე ეხლა იმ პარტიბთან მაქვს შეკითხვა ნულოვანი ბარიერით პროპორციულ არჩევნებს რომ გამარჯვებად თვლიან: მსხვილ პარტიებს ვგულისხმობ, თორემ წვრილს და უპერსპექტივოს რომ ეს გაუხარდებოდა თუ საკუთარი პარტიული ინტერესის გარდა სხვა არაფერი აწუხებს, ეგ ისედაც გასაგებია და სწორედ მათზეა გათვლა. 

დღეის მდგომარეობით გვაქვს ასეთი მოცემულობა: “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, რომლებსაც ნებისმიერი ბარიერის გადალახვის არანაირი პრობლემა არ ექნება. ევროსაქებზე ვერაფერს ვამბობ, რადგან ისინი მას მერე შეიქმნენ, როცა ნაცების სიით მოხვდნენ პარლამენბტში და ამდენად მათი საარჩევნო პოტენციალი არ ვიცი. ხოლო ჩერგოლეიშვილის მოწოდებას რომ ნაცების რეიტინგი მაღალია და უნდა დავარდეს თან ჩვენი მონაწილეობითაცო, მოჰყვება თუ არა ამას ევროსაქების რეიტინგის მატება ამასაც ვერ ვიტყვი. რომ არ ეწყინოთ ევროსაქებს, კაი ბატონო, მივათვალოთ ისინიც მსხვილ გამსვლელ პარტიებში. კიდევ არიან “პატრიოტები” რომლებსაც თავისი მოჭრილი წილი აქვთ და ექნებათ ბიძინასგან

პარლამენტში. ეხლა ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტში ჯამში ამ პარტიების პროცენტი 60–იც რომ იყოს, 40 პროცენტი რჩებათ წვრილ ან უბრალოდ არარსებულ პარტიებს რომლებსაც ბარიერის შემტხვევაში საერთოდ არანაირი პერპექტივა არ ექნებოდათ. ესენი რო ყველა ივანიშვილის ჯიბეში მოთავსდებიან ფაქტია. ამ 40–ს კიდე დავამატოთ “ოცმებს” და პატრიოტები” და რა გამოდის? ამ ვითარებაში პირველ ადგილზე ვინ გავა რამე აზრი აქვს?

ძალიან გთხოვთ ვინმემ ღვთისნიერმა დამამშვიდეთ და მითხარით რომ მე ვერ ვხვდები რაღაცას და ასე არ არის!

P.S. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 20 ივნისის გავრილოვის ღამის მომწყობი გახარიას არა თუ დასჯა, გადადგომაც კი არ არის ივანიშვილის დღის წესრიგში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,201 ნახვა
%d bloggers like this: