პოლიტიკა

რა განცხადებები გაკეთდა პარლამენტში თალაკვაძის თავმჯდომარედ არჩევამდე

Nusagi

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, მანამდე კი დეპუტატები სიტყვით გამოვიდნენ. 

საკანონმდებლო ორგანოში სხდომა ხმაურით გაიხსნა. ოპოზიციამ  დღის წესრიგში იმ საკითხების დამატება მოითხოვა, რომელსაც რუსთველის გამზირზე აქციის მონაწილეები აყენებენ. საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე.

ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს და ყველა ის ადამიანი გათავისუფლდეს , რომლებიც სამართალდამცველებმა 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დააკავეს.

მმართველი გუნდი ოპოზიციას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას მათ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ვითარება გამწვავდა ნიკა მელისა და შოთა ხაბარელს შორის. მათ მიკროფონები მოგლიჯეს. ფიზიკურ დაპირისპირებას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია, რადგან დეპუტატები ერთმანეთს აშველებდნენ. ამის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,897 ნახვა
%d bloggers like this: