პოსტები სოციალური ქსელიდან

ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს!-თამაზ ჭეიშვილი

Nusagi

,,ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
____

ეხლა რევერანსების დრო არ არის!მოდით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი!დღეს თქვენ ის კაცი ბრძანდებით ვისზეც დამოკიდებულია ქვეყნისა და ერის ყოფნა არ ყოფნის ბედი!მე არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი,მაგრამ ფაქტია და ფაქტს კი ვერსად გავექცევით!მე თუ მკითხავთ,სიმართლეს გეტყვით!ერთი კაცი ვისზეც მართლა დამოკიდებული იყო ქვეყნის ბედი დავით აღმაშენებელი გახლდათ!თქვენ არ ხართ ,,დავით აღმაშენებელი,, ხომ ასეა?მაგრამ,რატომღაც ქვეყნის გადარჩენის მისია უფალმა თქვენ გიბოძათ 21-ე საუკუნეში!
სამწუხაროდ,ბიძინა ივანიშვილის გარშემო თავი მოიყარეს სამშობლოს მოღალატეებმა,რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ იზიდავს მილიარდები! ეს მომხვეჭელი კოლაბორაციონისტები,გაწაფულნი არიან ,,შევიდნენ ნდობაში,, და უცოდველ კრავად მოაჩვენონ თავი ნებისნიერ ადამიანს!გაიხსენეთ საკრალური სიბრძნე და აქსიომა: ,,სატანს ძალუძს მიიღოს ნებისმიერი სახე, ჯვრის გარდა,,!მადლობა ღმერთს ,ბოლოს და ბოლოს ამოიცანით ,,სატანები,, და როგორც ჩანს იცილებთ თავიდან!გააფთრებით გიტევენ მტრები და გულით გითანაგრძნობთ,მაგრამ თქვენ უკვე იმდენად ღრმად ხართ შესული,,პოლიტფარვატერში,, უკან ვეღარ დაიხევთ!მისასალმებელია გადაწყვეტილება ბარიერის,,ნულოვან ზღვრამდე,, დაწევის ინიციატივასთან დაკავშირებით!ეს მისცემს საშუალებას ელექტორატს აირჩიოს ღირსეულები!ხალხი ბრძენია,ოღონდ ეგ არის ვერაგი მედროვეები არ აძლევდნენ საშუალებას ამ სიბრძნის რეალიზებისა!
საქართველოში ნამდვილად არიან უპატიოსნესი პიროვნებები,რომლებსაც უყვართ სამშობლო,იციან პოლიტიკა,ერკვევიან ეკონომიკაში, იურისპრუდენციაში და გადაარჩენენ ქვეყანას!ამ ხალხს ჩემზე კარგად თქვენ იცნობთ!
მე, ასაკოვან ადამიანს არავითარი ,,პესპექტივა,, არ მიზიდავს!ჩემი პერსპექტივაა დავუტოვო ახალგაზრდა თაობას და იმათ რომლებიც ჯერ არ დაბადებულან ცივილიზებული საქართველო!
მოხარული ვარ,რომ სულ სხვა თვალით დაინახეთ შექმნილი ვითარება,დაინახერთ სიმართლე!გისურვებთ წარმატებას!ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარვლი!

თამაზ ჭეიშვილი.25 ივნისი.2019 წელი.საქართველო.”

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,122 ნახვა
%d bloggers like this: