პოლიტიკა

ხაჯიმბა აფხაზეთთან მიმართებაში ტერმინი „ოკუპირებულის“ ამოღებას ითხოვს

Nusagi

ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების თეზისი „აფხაზეთის ოკუპაციის“ შესახებ, საფუძველს მოკლებულია.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც სამოკავშირეო ურთიერთობებს ავითარებს რუსეთთან სამართლებრივ საფუძველზე.


„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომლის მონაწილეები ცდილობენ, შექმნილი ვითარების გამო რუსეთს დასდონ ბრალი. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ტერმინ „ოკუპირებულის ტერიტორების“ გამოყენებაზე უარი უნდა თქვას, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და საკუთარი შიდაპოლიტიკური პრობლემები ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩათრევის გარეშე უნდა გადაწყვიტოს“, -განაცხადა ხაჯიმბამ.


ამავე სხდომაზე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განსახილველად გაიტანს “საქართველოს პარლამენტარების მხრიდან აფხაზების მიმართ ტრიბუნიდან წარმოთქმული შეურაცხმყოფელ სიტყვებს”.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,057 ნახვა
%d bloggers like this: