ჯანდაცვა

ავთანდილ თალაკვაძემ აქციისას დაშავებულების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა

Nusagi

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ რეგიონულ ჰოსპიტალში 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულები მოინახულა.

„რეგიონულ ჰოსპიტალში სამი პაციენტი რჩება. მათ შორის 1 პაციენტი დღის ბოლომდე გადავა პალატაში. კიდევ ორი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მათგან ერთს აქვს საგრძნობი გაუმჯობესება, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა იმყოფება დამზოგველ რეჟიმში. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში აპარატიდან მოიხსნას. ამ ორ პაციენტთან დაკავშირებით ჩამოსული იყო ექიმი ისრაელიდან, რომელმაც გაგვიწია კონსულტაცია და მას შემდეგ ისრაელში მყოფ ექიმებთან კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მესამე პაციენტთან ასევე სტაბილური დინამიკა გვაქვს. სავარაუდოდ, მას უფრო რეანიმაციის ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება, თუმცა მაჩვენებლების გაუარესება არ გვქონია.

საერთო ჯამში კლინიკებში 10 პაციენტი რჩება. დღეს ერთი პაციენტი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაემგზავრა, კიდევ ორი პოლიციელი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს, ერთი კი დღეს ღამით ისრაელში გაემგზავრება.

ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა დაფინანსების მზაობა, დაფინანსების კონკრეტული მოცულობა უცნობია, ვინაიდან არ ვიცით, შემდგომში რა დანიშნულებას მისცემენ ექიმები პაციენტები, თუმცა „ქართუ“ სრული დანახარჯის ანაზღაურების მზაობას გამოთქვამს“, – განაცხადა 

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად დაშავებული პირებიდან ამ დროისთვის კლინიკებში 10 პაციენტი რჩება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,466 ნახვა
%d bloggers like this: