უცხოური მედია

ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა

Nusagi

ავღანეთში ნატო-ს მისიის “მტკიცე მხარდაჭერის” წევრი ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ჯარისკაცების დაღუპვა ავღანეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ჩასვლიდან მეორე დღეს მოხდა.

ამასთან, დაღუპულთა ვინაობა მათი ნათესავების ინფორმირებულობამდე არ გასაჯაროვდება. მომხდარის დეტალები უცნობია.

აშშ-ის მთავრობის მონაცემებით,წელს ავღანეთში ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

2015 წლიდან დღემდე კი, ავღანეთში 65 ამერიკელი ჯარისკაცია გარდაცვლილი. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,351 ნახვა
%d bloggers like this: