საზოგადოება

რუსთავი2-ის შენობის თავზე შემჩნეულ “უცნობ საფრენ აპარატთან” დაკავშირებით ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

Nusagi

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საფრენი აპარატი, რომელიც რუსთავი2-ის შენობის თავზეა შემჩნეული ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკევთით ახორციელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიას შესაბამისი ნებართვა16 მაისს მიენიჭა და საავიაციო სამუშაოები 15 ივლისამდე გაგრძელდება. აღნიშნულია, რომ ფრენები შეთანხმებულია თავდაცვის სამინისტროსთან.

“აღნიშნული საჰაერო ხომალდი (Cessna 172) ეკუთვნის ისრაელის ავიაკომპანიას, რომელიც ახორციელებს საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით. მუშაობა მიმდინარეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ციფრული აეროგადაღებების პროდუქტებისა და ფოტორეალისტური 3D მოდელის შესაქმნელად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 16 მაისს მიანიჭა. საავიაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება. ფრენები შეთანხმებულია თავდაცვის სამინისტროსთან”,-ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, რუსთავი2-მის ეთერში ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტელეკომპანიის შენობის თავზე “უცნობი საფრენი აპარატი გამოჩნდა და ოფისს რამდენჯერმე გადაუფრინა”.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,512 ნახვა
%d bloggers like this: