პოლიტიკა

უსუფაშვილმა განმარტა რა შედეგები ექნება ივანიშვილისა და სააკაშვილისთვის პროპორციულ არჩევნებს

Nusagi

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი საარჩევნო პროპორციულ სისტემასა და მელიას დაკავებასაც ეხმიანება. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით, ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ ძალაუფლებას კარგავს, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

“არეულ ქვეყანაში არსებული სისტემით არჩევნების შემთხვევაში კი ან ერთი ინარჩუნებს ძალაუფლებას, ან მეორე იგდებს მას ხელში. შესაბამისად, მელიას დაკავებით ოცნება ცდილობს სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები; ხოლო ვითარების გამწვავებით სააკაშვილი ცდილობს არ დაუშვას პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება და მიაღწიოს ჩამოშლილი ოცნების პირობებში ჩატარებული არჩევნებით ძალაუფლების გაფორმებას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ეს არ არის ივანიშვილ-სააკაშვილის ერთობლივი გეგმა, მაგრამ “ეს ნამდვილად არის მათი ინტერესების თანხვედრა”. 

დავით უსუფაშვილის თქმით, მისი პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილია, რომელსაც ვერცერთი მათგანი ვერ დააშანტაჟებს და ვერ გადაიყვანს ქვეყნის შენების სწორი გზიდან. 

“არც მიშას მოვერიდები, როცა ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც აქციის დამრბევთა დასჯას მოვითხოვ ნაცმოძრაობასთან ერთად; არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ. 

და რაც მთავარია, ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციის მომხრე იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებთან, ვისთანაც აღნიშნულ საკითხებზე თანმხვედრი პოზიციები გვაქვს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,907 ნახვა
%d bloggers like this: