პოლიტიკა

ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მისი გამოყენების შესაბამისობა არის გამოძიების საქმე

Nusagi

რაც შეეხება კონკრეტულ ტყვიას, მე აქ ვარ მინისტრის რანგში და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე – არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია, ამ ღონისძიების დროს გამოყენებული არ ყოფილა. ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და ჩემი ამ პოსტზე მუშაობის დროს გამოყენებული იქნა პირველად. ამ ტყვიის გამოყენების შესაბამისობა არის გამოძიების საქმე და ჩემი პასუხისმგებლობაა, ბოლომდე მივიყვანოთ გამოძიება“,-ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის მისი პასუხისმგებლობა. 

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანება, ყველა თანამშრომელი მოქმედებდა ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს ტყვიები არ არის ლეტალური. თუ არის, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა და მე კანონის წინაშე ვაგებ პასუხს. ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ქვეყანაში დამყარდეს პრინციპი, რომ ხელისუფლების ცვლილება პარლამენტში შევარდნითა და პოლიციელებზე შტურმით არ უნდა განხორციელდეს“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,054 ნახვა
%d bloggers like this: