მოგზაურობა

ტალინიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ მგზავრებს ფოლკლორული შოუთი დახვდნენ და ქართული ღვინის დეგუსტაციაც მოეწყო. რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90 პროცენტიც რეგიონში ერთი კვირით დარჩენას და მოგზაურობას გეგმავს.

ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ტალინიდან კვირაში ერთხელ შესრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, ტალინის გარდა ჩარტერული ფრენები წელს ვილნიუსიდანაც ინიშნება.

Facebook Comments