საზოგადოება

შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს ტელეწამყვანებს შეხვდება

Nusagi

გიორგი გახარია დღეს, 20:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ტელეკომპანიების წამყვანებს შეხვდება. მინისტრი ჟურნალისტების შეკითხვებს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ უპასუხებს. 

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტს თხოვნით მიმართა და დეპუტატებთან ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა ითხოვა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

25 ივნისს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,286 ნახვა
%d bloggers like this: