პოლიტიკა

5 საათის განმავლობაში ხდებოდა ძალადობრივი შტურმი პოლიციაზე, გამოიტაცეს 30 პოლიციელი

Nusagi

ჩვენ 20-ში ვნახეთ ორგანიზებული შტურმი არა მხოლოდ პოლიციაზე, არამედ ინსტიტუტებზე. პოლიცია ღამის 2 სთ-მდე პარლამენტის პერიმეტრს მიღმა არ გამოსულა. 5 საათის განმავლობაში ხდებოდა ძალადობრივი შტურმი პოლიციაზე, გამოიტაცეს 30 პოლიციელი“,- ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო მცდელობა, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების. 

„ასეთ დროს პოლიციის ვალდებულებაა, დაიცვას ინსტიტუტი. ყველანი ვთანხმდებით, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური. ეს არის შემთხვევა, როცა ორგანიზებულმა ჯგუფებმა შეტევა მიიტანეს პოლიციაზე, ეს იყო თავდაცვა 5 საათის განმავლობაში. ის კითხვის ნიშნები პროპორციულობასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში გაჩნდა,  უკვე გამოძიების საგანია“,-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, პოლიციელზე შტურმი დასჯადია ისევე, როგორც ძალის გადამეტება პოლიციელის მიერ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,147 ნახვა
%d bloggers like this: