კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შვეიცარიული კომპანიის კუთვნილ მაღაროში მომხდარ ნგრევას 43 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევა მეწყერმა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, მაღაროში არალეგალი მაღაროელები მუშაობდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Facebook Comments