Uncategorized

ოთარ ხარჩილავა: ორგანიზაცია „20 ივნისი“ წყვეტს აქციებში მონაწილეობას და მის ორიათასზე მეტ მხარდამჭერს მოუწოდებს…

Nusagi

მოძრაობა „20 ივნისის“ დამფუძნებელი ოთარ ხარჩილავა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„20 ივნისის“ მოძრაობა 5 დღეა რაც შეიქმნა და მასში უკვე 2 300-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ისეთი ტემპით მიმდინარეობს გაწევრიანების პროცესი, რომ სავარაუდოდ ეს ციფრი 10 ათასზე მეტი გახდება. მოძრაობა ემიჯნება რუსთაველზე მიმდინარე აქციებს და წყვეტს მასში მონაწილეობას, რადგან გუშინ აქციის ორგანიზატორებმა, ეგრეთ წოდებულმა ტროლებმა, ხელის ბიჭებმა,  რომლებიც იქ დასვა სავარაუდოდ ნიკა გვარამიამ  „რუსთავი 2“-დან, ან ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა,  ჩვენ გვესროლეს ტალახი, მოგვცხეს ჩირქი. განაცხადეს, თითქოს ხელისუფლებამ შეგვქმნა და რაღაც სისულელეები დაგვაბრალეს.

ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ უდიდესი პროტესტის გრძნობა და მომმართეს დამფუძნებელს, რათა შევწყვიტოთ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა. ჩვენი ძირითადი მოთხოვნები იყო შემდეგი: გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც შესრულდა, გათავისუფლებულიყო ყველა დაკავებული ადამიანი, ვინც აქციის დარბევის დროს დააკავეს, რაც ნაწილობრივ შესრულდა.

დაისაჯონ მკაცრად ის დამნაშავე პოლიციელები, რომლებმაც გადაამეტეს ძალაუფლებას და ლამის სასიკვდილოდ გაიმეტეს ადამიანები (ჩვენი ინფორმაციით, აღიძრა საქმე და ორი უკვე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში).  ამ ერთადერთ პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს ხელისუფლებასთან  შემდეგი შეთავაზება –  ვითხოვთ, ჩაგვაყენონ საქმის კურსში, თუ როგორ მიმდინარეობს  გამოძიების პროცესი.  ვიტოვებთ იმედს, ამაზე ხელისუფლება დაგვთანხმდება.  მივიღეთ 0%-იანი ბარიერი, რომელიც იყო ჩვენი მოთხოვნა და შესრულდა.

ამჯერად, რადგან აქციები გადავიდა პოლიტიკურ ხასიათში, აპოლიტიკური ორგანიზაცია „20 ივნისი“ წყვეტს აქციებში მონაწილეობას და მის ორიათასზე მეტ მხარდამჭერს მოუწოდებს,  არ გამოაყენებინონ თავი ბინძურ პოლიტიკურად აჟიტირებულ ადამიანებს, საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ასევე ორგანიზაცია ითხოვს ბოდიშის მოხდას ცილისწამებისთვის. ამ ქვეყანაში ეს ორგანიზაცია იქნება ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება,  კონსტრუქციულად ებრძოლო უსამართლობას“, – განაცხადა ოთარ ხარჩილავამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,134 ნახვა
%d bloggers like this: