ეს საინტერესოა

აშშ-ში, კლინიკური სიკვდილის შემდეგ ქალმა ორი სიტყვა დაწერა – „ის არსებობს“

აშშ-ში, არიზონას შტატში მცხოვრებბმა ქალმა, რომელმაც გასულ წელს კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, Mirror-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არსებობს. 

ოთხი შვილის დედას, თინა ჰაინსს გულის შეტევა დაემართა და მიუხედავად გულისა და ფილტვების რეანიმაციისა, რომელსაც მისი მეუღლე ექიმების მისვლამდე ცდილობდა, ქალს გული გაუჩერდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა საავადმყოფომდე, გზაში ასევე უშედეგოდ ცდილობდა გულის ამუშავებას, თუმცა 27 წუთის განმავლობაში თინა ჰაინსი პრაქტიკულად მკვდარი იყო. 

ექიმებმა დეფიბრილატორი გამოიყენეს და ქალი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. უეცრად პაციენტმა გაიღვიძა, ცოტა ხანში კი, პასტა და ფურცელი მოითხოვა და ორი სიტყვა დაწერა: ‘It’s real’ (შეიძლება ითარგმნოს „ის არსებობს“).

როდესაც მას ჰკითხეს, რა ჰქონდა მხედველობაში, მან ცაზე მიუთითა და განაცხადა, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არსებობს. 

„ყველაფერი რეალურივით იყო, ფერები- ძალიან მკვეთრი“,-განაცხადა მან.

თინა ყვება, რომ ნახა ქრისტეს მსგავსი გამოსახულება შავი ჭიშკრის წინ, საიდანაც ყვითელი შუქი გამოდიოდა. 

„მან მე მომცა მარადიული იმედი, რომელიც შორს არ არის“,- წერს თინა ჰეინსის დისშვილი ინსტაგრამზე და ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მისი ახალი ტატუა აღბეჭდილი.

Facebook Comments
თეგები