კრიპტოვალუტა

ბიტკოინის ფასი დაეცა

ბიტკოინის ფასი დაეცა. ამჯერად, Coinmarketcap-ის ცნობით, კრიპტოვალუტის ღირებულება ერთ ღამეში 15 პროცენტით, 2.000 აშშ დოლარით შემცირდა და 11.000 აშშ დოლარი შეადგინა.

ბიტკოინთან ერთად, სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც შემცირდა. ლიტკოინი 15 %-იან, ხოლო ეთერეუმი 17 %-იან კლებას განიცდის.

2019 წლის აპრილის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1 საათში ბირჟებზე ვაჭრობისას 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა გააჩინა. 

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა. 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.

Facebook Comments