უცხოური მედია

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს შეხვედრა შესთავაზა

Nusagi

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვითერზე წერს, რომ უახლოეს დღეებში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას ელოდება.

ტრამპი ამბობს, რომ იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს და შემდეგ სამხრეთ კორეაში გაემგზავრება.

„სანამ იქ ვიქნები, კიმ ჩენ ინთან შეხვედრა მინდა საზღვარზე. უბრალოდ, ხელის ჩამორთმევა და მისალმება“,-წერს ამერიკის პრეზიდენტი.

მაისის ბოლოს ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა აღარ გააგრძელებს მოლაპარაკებებს აშშ-სთან ბირთვული განიარაღების საკითხზე, სანამ ვაშინგტონი სიტუაციას სხვანაირად არ შეაფასებს. მისი თქმით, ჩრდილო კორეამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა მათ შორის ბირთვულ წვრთნებთან დაკავშირებით, მაგრამ აშშ-მ ასეთივე ნაბიჯებით არ უპასუხა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,466 ნახვა
%d bloggers like this: