უბედური შემთხვევა მოხდა დასავლეთ საქართველოში. სენაკში მამა-შვილი მდინარეში დაიხრჩო.
როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედრები მაშველებმა დღეს იპოვეს. მდინარე ცივში სამძებრო სამუშაოებში 3 მაშველი და 3 მყვინთავი იყო ჩართული.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Facebook Comments