საზოგადოება

ნაციონალებს პარლამენტთან აქციაზე მხარდამჭერები რეგიონებიდან ჩამოჰყავთ

Nusagi

“ნაციონალურმა მოძრაობამ” კახეთის რეგიონის მასშტაბით პოლიტაქტივის მობილიზაცია გამოაცხადა. “გადადგეს გახარია” – ამ მოთხოვნით თბილისში დაგეგმილ აქციას პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები და მხარდამჭერები შეუერთდებიან.

კახეთის რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტიდან “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაახლოებით 100-მდე მხარდამჭერი ჩალაუბანში შეკრიბა. ისინი თბილისში მიკროავტობუსებით და მსუბუქი ავტომობილებით უკვე გამოემგზავრნენ.

იმავე მოთხოვნით თბილისში აქციას “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციების ლიდერები და მხარდამჭერები შეუერთდებიან.  ისინი გორსა და კასპში ოფისებთან შეიკრიბნენ და სამარშრუტო ტაქსებითა და მანქანებით თბილისის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ. ლიდერების თქმით, ხალხის რაოდენობა დაშინებისა გამო შემცირდა თუმცა ყველაფრის მიუხედავად ისინი მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად აქციას მაინც უერთდებიან

დღეს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. “თავისუფლების მარში” 19:00 საათზეა დაგეგმილი.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,083 ნახვა
%d bloggers like this: