პოლიტიკა

პარლამენტში სკამს თუ რაღაც საკრალური მნიშვნელობა აქვს ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, გახარიამ ეს სკამი დაიცვა

Nusagi

გახარია უნდა გადამდგარიყო იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ დაიცავდა საქართველოს პარლამენტის შენობას,-ამის შესახებ ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებმა, ვინც სხდომათა დარბაზში სკამზე გავრილოვის დაჯდომას აპროტესტებს, ისიც უნდა გაიხსენონ, როგორ დახტოდნენ ამავე დარბაზში შტურმით შესულები ვარდების რევოლუციის დროს.

„სხდომათა დარბაზი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ იმაზე ვინთებით, რომ გავრილოვი დაჯდა იმ სკამზე, მაშინ, ერთი წამით დავუშვათ, გახარიას რომ არ დაეცვა ეს შენობა, რამდენი ადამიანი ირბენდა ჭინკებივით იმ სკამებზე. ჩვენ ეს სურათი გვახსოვს ვარდების რევოლუციის დროს. აქეთკენ მიდიოდა მთელი სცენარი. ეს სკამი თუ რაღაც საკრალურ მნიშვნელობას წარმოადგენს ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, გახარიამ ეს სკამი დაიცვა.  

სამწუხაროა, რომ არის დაშავებული ორი ახალგაზრდა, უნდა იქნას გამოძიებული, იყო ეს პირდაპირი სროლით, თუ რიკოშეტით. თუმცა ამის არ მჯერა. არსებობს ინსტრუქციები, სად შეიძლება სროლა ამ ტყვიის და სად არა, გადიოდა თუ არა სპეცრაზმი წვრთნას, ეს სულ სხვა საკითხებია, მაგრამ როგორც კი ამას გადავიტანთ პოლიტიკაში და ვიტყვით, რომ გახარია უნდა გადადგეს, იქ ვართ უკვე ამ სპირალის მძევლები.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,847 ნახვა
%d bloggers like this: