პოლიტიკა

„ფრესკოს” დამფუძნებელი გახარიას: როცა მინისტრი არ იქნებით, დამირეკე ჟორა, შევხვდეთ ერთმანეთს

Nusagi


სუპერმარკეტ ფრესკოს დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე, რომელმაც საზოგადოების ყურადღება არაერთხელ მიიპყრო იმით, რომ თანამშრომლებმა მონურ დამოკიდებულებასა და მათი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს, 2-21 ივნისის მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არ სურს იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მონობას აძლევენ ხმას.

სოფრომაძის მიმართვაბ BN ავრცელებს. 

„მივმართავ მოქმედი მთავრობის იმ წევრებს, რომელთანაც მე პირადი, ადამიანური ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არც „ქართული ოცნება“ არსებობდა და არც ისინი იყვნენ მთავრობის წევრები; მივმართავ პარლამენტარებს, ვისთანაც ადამიანური ურთიერთობა მქონდა, როცა პარლამენტის წევრები არ იყვნენ: თქვენი შვილები დასისხლიანებულები რომ დაბრუნებულიყვნენ, თვალის გარეშე დარჩენილიყვნენ…. და თქვენ რომ არ გადადგეთ, არ დატოვოთ პარლამენტი და არ განერიდოთ ამ უმსგავს საქციელს, მე თქვენ გამარჯობას არ გეტყვით. შეიძლება, რომელიმე თქვენგანმა თქვას, შენი გამარჯობა არ მჭირდებაო, მაგრამ მე არ მჭირდებით თქვენ. მე ვაფიქსირებ, რომ არასოდეს ხელს არ გამოგიწოდებთ. 

გეთანხმებით იმაში, რომ პოლიციელს ხელით არ უნდა შეეხონ და მისი ხელის შემხები უნდა დაისაჯოს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა დაისაჯოს ის, ვინც მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, ვინც ვერ უზრუნველყო, რომ მსგავსი უმსგავსოება, ამაზრზენი სიტუაცია, რაც მოხდა რუსთაველზე, არ მომხდარიყო. 

მე არ ვარ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვარ. არავის მოვუწოდებ არც აგიტაციას ვატარებ, მე ვამბობ მხოლოდ ერთ რამეს: დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. სად არიან მომღერლები, მსახიობები, მეცნიერები, მასწავლებლები, ის ხალხი, რომელიც რაღაც ავტორიტეტს წარმოადგენს დღეს ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის? სად არის საქართველოს პატრიარქი ილია მეორე? რატომ არ აფიქსირებს თავის პოზიციას? სად არიან მეკომბლეები, რომლებიც კომბლებით დარბიან და პოლიციას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თავში ჩაარტყამდნენ, თუ მათ შეეხებოდნენ? სად არის ეს ხალხი, სად ხართ ქართველებო, შეგეშინდათ? რისი და ვისი შეგეშინდათ? შიშმა წაგართვათ ადამიანობა? 

მხოლოდ არჩევნებით შეიძლება მთავრობის შეცვლა და მიეცით ამ ხალხს საშუალება, რომ თავისუფალი ნება გამოხატონ და თუ ეს ხალხი ისევ თქვენ აგირჩევთ, მე ამ ხალხის ნებას დავემორჩილები, მაგრამ მე ამ ქვეყანაში აღარ ვიცხოვრებ. არ მინდა, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც მონობას აძლევენ ხმას, სადაც გაუსაძლის სიტუაციას აძლევენ ხმას. 

დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ვინც ხართ დღეს ნებით თუ უნებლიეთ მოხვედრილი ამ მთავრობაში, პოლიტიკურ ძალაში, რომელიც მართავს, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და მე გაგიგეგბთ, ქართველი ხალხი გაგიგებთ და და ნუ შეახოცავთ ხელს პარლამენტის დაცვას და პროტოკოლის ხელმძღვანელს. ეს იგივეა, „ფრესკოს“ ოფისში, ჩემი კონკურენტი კომპანიის ხელმძღვანელი ჩემს კაბინეტში, ჩემს სავარძელში იჯდეს და მე პასუხი მოვთხოვო არა ჩემს მენეჯმენტს, არამედ ჩემს პირად მდივანს და დაცვის უფროსს. გრცხვენოდეთ!”, – განაცხადა სოფრომაძემ. 

განცხადების ბოლოს მან პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა. 

“შეიძლება, ძალიან ქუჩურად და ძველბიჭურად გამომივიდეს, თუმცა არც ქუჩის ბიჭი და არც ძველი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ – მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო გახარია: როცა თქვენ მინისტრი არ იქნებით, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე იქნებით, დამირეკე, ჟორა, შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც კაცი კაცს და მაშინ გეტყვი მე, ვასო სოფრომაძე ყველაფერს, რისი თქმაც მინდა შენთვის!”, – მიმართა სოფრომაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს“.

შეგახსენებთ, მარტში სოციალური ქსელის მომხმარებელმა ვიდეო გაავრცელა. ფეისბუქმომხმარებელი წერს, რომ კადრები „ფრესკოშია“ გადაღებული, რომლის დამფუძნებელიც საკუთარ თანამშრომლებს აიძულებს, დილა-საღამოს „გაყინულ პოზაში“ ჰიმნს მოუსმინონ.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,946 ნახვა
%d bloggers like this: