მოგზაურობა

ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილ მგზავრებს როსპოტრებნადზორის მოთხოვნით ტემპერატურა გაუზომეს

როსპოტრებნადზორის თანამშრომლებმა მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტში ბათუმიდან ჩაფრენილ მგზავრებს ტემპერატურა გაუზომეს. რუსული მედიის ცნობით, მიზეზი იმ მგზავრების გამოვლენა იყო ვისაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. 

„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვირუსული დაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით, დომოდედოვოს აეროპორტში სანიტარული-საკარანტინო პუნქტის თანამშრომლებმა დაათვალიერეს „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც ბათუმიდან ჩამოფრინდა“ – ნათქვამია როსპოტრებნადზორის განცხადებაში. 

ექიმებმა უკონტაქტო თერმომეტრები გამოიყენეს. თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ერთი ბავშვი აღმოჩნდა 38,0 ტემპერატურით. რომელსაც ფარინგიტის დიაგნოზი დაუსვეს. 

როსპოტრებნადზორი აცხადებს, რომ მგზავრები მხოლოდ 30 წუთით შეაჩერეს. 

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი. რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

Facebook Comments