სელებრითები

კევინ კოსტნერმა პრინცესა დაიანას საიდუმლო 22 წლის შემდეგ გაამხილა

მსახიობ კევინ კოსტნერის ინტერვიუ, რომელიც მან PeopleTV-ს მისცა, ნამდვილ სენსაციად იქცა.

მსახიობის თქმით, პრინცესას ფილმ „პირადი მცველის“ გაგრძელებაში უნდა მიერო მონაწილეობა. პრინცების, უილიამისა და ჰარის დედა ძალიან იყო დაინტერესებული როლით, რომელიც უიტნი ჰიუსტონის მიერ შესრულებულის ანალოგიური იქნებოდა. ყველაფერი კი, პრინცესა ევგენიას დედის, სარა ფერგიუსონის მეშვეობით მოხდა.

სცენარის მიხედვით, ლეგენდარული ფილმის გაგრძელება პირად მცველზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული, რომელიც დაიანას პაპარაცებისგან იცავს, სანამ მათი ურთიერთობა რომანტიული გახდება.

„გულების დედოფალს“ ეს იდეა ძალიან მოეწონა და პროექტის მიმართ აშკარა ინტერესი გამოთქვა. ეს იქნებოდა მისი დებიუტი კინოში. 

ფერგიუსონმა კოსტნერი და დაიანა ტელეფონით დააკავშირა.

„მახსოვს, რომ ძალიან თბილი იყო სატელეფონო საუბრისას და, ხმადაბლა, მორცხვად მკითხა: „კოცნის სცენა გვექნება?“ ის ნერვიულობდა, რადგან ყოველი მისი ნაბიჯი სასახლის მიერ კონტროლდებოდა. მე ვუპასუხე: „დიახ, გვექნება, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ერთი ეპიზოდი და ჩვენ ამას თავს გავართმევთ“.

ყველაზე დრამატული კი ის არის, რომ პრინცესა დაიანამ ფინალური სცენარი 1997 წლის აგვისტოში, ავტოკატასტროფამდე ერთი დღით ადრე მიიღო. 

Facebook Comments