საზოგადოება

მედეა ამირანაშვილის შვილიშვილის ქართულ-კანადური ქორწილი მთაწმინდაზე

Nusagi

ფუნიკულიორზე გუშინ ლეგენდარული ქართველი სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის შვილიშვილის, მედეა  კაიშაურისა და კანადელი ინჟინრის, გრეჰემ ბოლენბოკის ქორწილი გაიმართა. მედეა კაიშაური მომღერალ მარინა ფარულავას შვილია.

ქორწილში მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მედეასა და გრეჰემის ამერიკელი და კანადელი მეგობრები. სპეციალურად ამ დღისთვის აშშ-დან ჩამოვიდა მედეას ძმა, ცნობილი ბაბუის, პეტრე ამირანაშვილის სეხნია პეტრე კაიშაური, ასევე გრეჰემის ოჯახის წევრები კანადიდან.

ცერემონია ქართულ და კანადურ სტილში გაიმართა. სცენაზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა შემსრულებლებმა ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. 

მედეამ და გრეჰემმა ერთმანეთი 5 წლის წინ, პერუში მოგზაურობისას გაიცნეს. როგორც წყვილი აცხადებს, ერთმანეთი გაცნობის პირველივე დღიდან შეუყვარდათ. ისინი კანადაში, ქალაქ ვანკუვერში იცხოვრებენ. 



Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,089 ნახვა
%d bloggers like this: